“დასასრულის დასაწყისი” ასე გამოიყურება” – გიორგი ფხაკაძე

საზოგადოებრივი ჯანდაცვის ექსპერტი, გიორგი ფხაკაძე საქართველოში არსებულ რთულ ეპიდვითარებას სოციალურ ქსელში ვრცელი პოსტით ეხმაურება.

“8728 – არ ვიცოდი, რომ “დასასრულის დასაწყისი” ასე გამოიყურება. პირბადე მაინც გაიკეთეთ, სანამ ეს “დასასრული” თავს არ წამოგადგათ…”, – წერს ფხაკაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, ბოლო 24 საათის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსის კიდევ 8 728 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, რაც პანდემიის დაწყებიდან ყველაზე მაღალი მაჩვენებელია. გარდა ამისა, გასული დღე-ღამის განმავლობაში საქართველოში კორონავირუსით 43 პაციენტი გარდაიცვალა.

ამ დროისთვის, საქართველოში კორონავირუსის 1 015 592 შემთხვევაა დადასტურებული. მათ შორის გამოჯანმრთელდა 943 212, გარდაიცვალა 14 555 პაციენტი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები