ომბუდსმენი – სააკაშვილზე: არსებითი ცვლილებები მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა

“კვლავ შეუსრულებელია ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე”, – ამის შესახებ სახალხო დამცველმა, ნინო ლომჯარიამ პატიმრობაში მყოფ მესამე პრეზიდენტზე მიხეილ სააკაშვილზე საუბრისას განაცხადა.

ლომჯარიას თქმით, სახალხო დამცველის ეგიდით შექმნილი სამედიცინო კონსილიუმის დღევანდელი დასკვნა შემაჯამებელი ხასიათისაა.

“დღეს წარმოვადგენთ სააკაშვილის შესახებ შემაჯამებელ ანგარიშსს მისი ჯანმრთელობის თუ წარმართული სამედიცინო მკურნალობის თაობაზე. არსებითი ცვლილებები მკურნალობის მეთოდოლოგიის თვალსაზრისით არ განხორციელებულა. ძირითადად, პაციენტი იმყოფება მედიკამენტოზურ მკურნალობაზე, თუმცა, კვლავ შეუსრულებელია ჩვენ მიერ გაცემული რეკომენდაციები ფსიქოლოგიური და ფიზიკური რეაბილიტაციის საჭიროების თაობაზე, რომელიც გავეცით ჯერ კიდევ ნოემბრის ბოლოს, თუმცა, ვხედავთ, რომ აღნიშნული სამედიცინო სერვისის მიწოდება არ ხორციელდება, ამიტომ, თუ არსებითად არ შეიცვალა ვითარება, როგორც მკურნალობს მეთოდოლოგიის, ასევე პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის თვალსაზრისით, ჩვენ არ ვაპირებთ დამატებით კიდევ განვახორციელოთ ვიზიტი, ვინაიდან სამმა ვიზიტმა დაგვანახა, რომ მკურნალობის მიდგომების თვალსაზრისით არსებითი ცვლილებები არ არის”, – განაცხადა ნინო ლომჯარიამ

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები