ორი ბოთლი ვისკი და 1600 ევრო – როგორ მოიპოვა „ადიდასმა“ მონოპოლია სამ ზოლზე

1916 წელს ჰელსინკის ცენტრში პატარა მაღაზია გამოჩნდა, სახელად Ab Sportartiklar Oy. იქ ჰყიდდნენ თხილამურებს, თხილამურის ჯოხებს და სხვა საზამთრო აღჭურვილობას, რომელიც ფინური არყის ხისგან იყო დამზადებული. მისი სიმსუბუქე და დრეკადობა სპორტსმენებს ტურნირებზე უპირატესობას აძლევდა – თავიდან ფინეთში, შემდეგ კი- საზღვარგარეთ. 1917 წელს ფინელმა მოთხილამურემ, ჰანეს კოლემაინენმა ამ ეკიპირებით აშშ-ში შეჯიბრი მოიგო.

მოთხოვნა Ab Sportartiklar Oy-ის საქონელზე სწრაფად იზრდებოდა. 1920 წელს ბრენდმა დასახელება გაცილები მარტივი გახადა Karhu. ფინურად ეს „დათვს“ ნიშნავს. მოგვიანებით Karhu ფინელების ოფიციალური ეკიპირება გახდა ოლიმპიადებზე. ფინელმა მორბენალმა, ნურმი პაავომ Karhu-უს ეკიპირებით ორი ოქროს მედალი მოიპოვა 1920-იანების თამაშებზე ანტვერპენში და 1924-იანების თამაშებზე პარიზში. გარდა ამისა, 1932 წლის ოლიმპიადაზე ლოს-ანჟელესში ორი ოქროს მედალი აიღეს Karhu-უს თანამშრომლებამატი იანვინენმა და ლაური ლეხტინენმა. კომპანიაში მაშინ სპეციალური წახალისების სისტემა იყო თანამშრომლებისთვის, რომლებიც შესვენებაზე ვარჯიშობდნენ.

მეორე მსოლფლიო ომის დროს Karhu კომუფლაჟის ფორმას, კარვებს, ჯარის ჩექმას, ზურგჩანთებსა და თხილამურებს აწარმოებდა. 1952 წლებში კომპანია ძალიან წარმატებული გახდა. ფინელები დომინირებდნენ ოლიმპიურ თამაშებზე. ბრენდი Karhu სულ უფრო ცნობილი ხდებოდა მთელ მსოფლიოში.

მალე მათ ადი დასლერმა მიაგნო.

 

 

 

 

 

 

 

 

 

1936 წელს ბერლინში ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი ოლიმპიადა ჩატარდა. მისი მთავარი გმირი გახდა ფერადკანიანი ჯესი ოუენსი, რომელმაც ოთხი ოქროს მედალი მოიპოვა სირბილში – ადოლფ ჰიტლერის თვალწინ. ადი დასლერი თვალყურს ადევნებდა გარბენებს და ალბათ, გაოგნებულიც იქნებოდა: ოუენსი მისი კომპანიის ბუცებში დარბოდა. პრობლემა იმაშია, რომ თუნდაც ვინმეს მოეგო ადიდასის ფეხსაცმლით, ამის შესახებ არავინ იცოდა. დასლერის ფეხსაცმელს არ ჰქონდა განმასხვავებელი ვიზუალური იერი. ტრიბუნიდან ან ფოტოს მიხედვით, ექსპერტებიც კი ვერ არჩევდნენ adidas-ით იყო სპორტსმენი თუ არა.

ერთხელ დასლერი ქარხანაში მივიდა, რომ ფეხსაცმლის დაუმთავრებელი ვარიანტები ენახა. მაშინ უკვე მოგონილი იყო გვერდითა ტყავის ზოლები, რომლებიც ფეხსაცმელში ტერფის ფიქსაციისთვის ყენდებოდა. მათ ასევე ღებავდნენ, როგორც მთელ ფეხსაცმელს. მაგრამ, იმ დღეს დასლერმა სპორტსმენები დაუსრულებელი ფეხსაცმელებით ნახა. ფეხსაცმელი მათ ფეხზე თეთრი და შესამჩნევი იყო. დასლერი მიხვდა, ეს ისაა, რაც მას სჭირდებოდა. ახლა მისი ფეხსაცმელი შორიდანაც გამოჩნდებოდა.

ადიმ გადაწყვიტა, რომ ზოლების იდეალური რაოდენობა სამი იქნებოდა, მაგრამ დიზაინი სამი ზოლით უკვე გამოყენებული იყო Karhu-ში. ფინელებისთვის ძალიან წარმატებული 1952 წლის ოლიმპიადის შემდეგ დასლერმა Karhu-ს წარმომადგენლები სპორტულ გამოფენაზე მოიწვია. იქ მათ შესთავაზა, გაეყიდათ უფლებები სამი ზოლის გამოყენებაზე. ფინელები სასაცილო კომპენსაციაზე დასთანხმდნენ – ორი ბოთლ ვისკზე და 1600 ევროს ეკვივალენტურ თანხაზე.

ისტორია გამოგონილს ჰგავს, მაგრამ ამის შესახებ Karhu-ს ოფიციალურ ბლოგში, ასევე adidas-ისა და Puma-ს ცნობილ წიგნში – Pitch Invasion-ში წერია. ბრენდი Karhu დღესაც „ცოცხალია“. ის ახლა არ არის ისეთივე გავლენიანი, როგორც მეოცე საუკუნის პირველ ნახევარში, მაგრამ ფინელები მაინც აწარმოებენ ფეხსაცმელს. თუმცა, მათ სპორტულ ფეხსაცმელს დღეს კანიე უესტი იცვამს, ესე იგი, ყველაფერი არც ისე ცუდადაა მსოფლიოში ყველაზე წარუმატებელი მოლაპარაკების შემდეგ

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები