ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბაღებში სააღმზრდელო პროცესი განახლდა
ზუგდიდის “სკოლამდელ სააღმზრდელო დაწესებულებათა ცენტრის” ხელმძღვანლის, ხათუნა თოლორაის ინფორმაციით, მუნიციპალიტეტში 62-ვე საბავშვო ბაღში
სასწავლო–აღმზრდელობითი პროცესი შეფერხებების გარეშე განახლდა.
მისივე თქმით, აღმზრდელებს კორონავირუსზე ტესტირება მომდევნო სამი დღის განმავლობაში ჩაუტარდებათ.
“სააღმზრდელო პროცესი ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვით მიმდინარეობს. ამასთან, აღმზრდელებს ტესტირება პერიოდულად ჩაუტარდებათ, ვირუსის გამოვლენის შემთხვევაში კი შესაბამისად ვიმოქმედებთ “, – აღნიშნა თოლორაიამ.
ზუგდიდის მუნიციპალიტეტის ბაღებში სულ 4 280 ბავშვი ირიცხება.