“გულწრფელ თანადგომასა და სამძიმარს ვუცხადებთ აფხაზეთიდან იძულებით დევნილ ზურაბ ჭიჭოშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს”

 

აფხაზეთის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ნაძალადევის რაიონში, ყოფილ სანატორიუმ „ქართლში“ მომხდარ უბედურ შემთხვევასთან დაკავშირებით და სპეციალურ განცხადებას ავრცლებს, რომელსაც “კვირა”უცვლელად გთავაზობთ:

“გულწრფელ თანადგომასა და სამძიმარს ვუცხადებთ აფხაზეთიდან იძულებით დევნილ ზურაბ ჭიჭოშვილის ოჯახის წევრებსა და ახლობლებს.

აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება და ზურაბ ჭიჭოშვილის გარდაცვალების მიზეზს შესაბამისი სამსახური დაადგენს.

აფხაზეთის მთავრობა დახმარებას გაუწევს გარდაცვლილის ოჯახს. მთავრობის პრიორიტეტია იძულებით გადაადგილებულ პირებსა და აფხაზეთის ტერიტორიაზე მცხოვრებ მოქალაქეებზე ზრუნვა და მათი ინტერესების დაცვა”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები