ადვოკატი: გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო დონის სასამართლოების საშუალებით შევძლოთ სააკაშვილის უფლებების დაცვა

“ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო დონის სასამართლოების საშუალებით შევძლოთ სააკაშვილის უფლებების დაცვა და ეფექტური აღდგენა”,- ამის შესახებ მსჯავრდებული მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ადვოკატმა, შოთა თუთბერიძემ განაცხადა.

როგორც ადვოკატმა რუსთავის მე-12 პენიტენციურ დაწესებულებასთან ჟურნალისტებთან განმარტა, ყველა უფლება, რომელიც მესამე პრეზიდენტს გააჩნია, უნდა იყოს რეალიზებული.

„ჩვენთვის მნიშვნელოვანია პრეზიდენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, გარდა ამისა, განვიხილავთ მომდევნო პროცესის მიმდინარეობას 24 იანვარს და ვისაუბრებთ დაცვის სტრატეგიაზე, რომელიც დაცვის მხარეს აქვს მისი უფლებების დასაცავად იმ საკითხებზე, რაც ეხება მისი თავისუფლების აღკვეთის შემდეგ განხორციელებულ კანონის სრულ უგულებელყოფას, ადვოკატებთან კომუნიკაციის გაურკვევლად შეზღუდვას, ბარიერების აღმართვას და ექიმების მიერ მისი მონახულების აკრძალვას ხელისუფლების მხრიდან, რაც არის პირდაპირი არაადამიანური მოპყრობა. ჩვენ გამოვიყენებთ ყველა სამართლებრივ ბერკეტს, რომ ადგილობრივი და საერთაშორისო დონის სასამართლოების საშუალებით შევძლოთ სააკაშვილის უფლებების დაცვა და ეფექტური აღდგენა. ყველა უფლება, რომელიც მესამე პრეზიდენტს გააჩნია, უნდა იყოს რეალიზებული”, – განაცხადა თუთბერიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები