სანატორიუმ „ქართლთან” ხმაური იყო
თბილისის ზღვის მიმდებარედ, სანატორიუმ „ქართლთან“ ხმაური იყო. ადგილობრივების ინფორმაციით, სანატორიუმში მცხოვრები ერთ-ერთი დევნილი მამაკაცი საცხოვრებელი ბინიდან გადმოხტა და გარდაიცვალა.
ადგილობრივების თქმით, მამაკაცი ბოლო დღეები ძალიან გაღიზიანებული იყო.
“ზოგადად გაღიზიანებული იყო, ყველას ეჩხუბებოდა – მეზობელიც არ დაინდო, მეგობარიც… ჩვეულებრივი ადეკვატური იყო მანამდე, არაადეკატური ნამდვილად არ ყოფილა”, – აცხადებს ერთ-ერთი ადგილობრივი.
თვითმკვლელობას წინ უძღვოდა კონფლიქტი მეზობელთან და ალტერნატიული საცხოვრებლის მიღებასთან დაკავშირებული მოლაპარაკებები ჯანდაცვის სამინისტროსთან.
ამ წუთებში ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველები და ექსპერტ-კრიმინალისტები.
აქციის მონაწილეებმა პროტესტის ნიშნად სანატორიუმამდე მისასვლელი გზა ავტომანქანის მეშვეობით გადაკეტეს. ადგილობრივები ალტერნატიული ფართების გამოყოფას ითხოვენ. მათი განცხადებით, კორპუსი რომელშიც ისინი ცხოვრობენ, ავარიულია და საფრთხე ყოველდღიურად იმატებს.