„კირვალიძის შესაძლო დაბრუნება ალბათ კონსულტაციებით გადაწყდება“

  შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის დავით სერგენკოს განცხადებით, დავით კირვალიძის სოფლის მეურნეობის მინისტრის პოსტზე შესაძლო დაბრუნება ალბათ კონსულტაციებით გადაწყდება – ამის შესახებ სერგეენკომ ჟურნალისტებს მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა.
შეგახსენებთ, რომ სოფლის მეურნეობის ყოფილი მინისტრი დავით კირვალიძე თანამდებობიდან 2013 წლის მაისში გადადგა, მას შემდეგ, რაც მის უწყებაში ე.წ ტრაქტორების საქმეზე რამდენიმე დარღვევა გამოვლინდა. პროკურატურამ ე.წ. ტრაქტორების საქმეზე სარჩელი რამდენიმე დღის წინ უკან გამოითხოვა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები