ედიშერ გვენეტაძე – სააკაშვილზე: ეს სუბიექტი, რომელიც ზვიად გამსახურდიას უწოდებდა დიქტატორს, ბედავს და დღეს თავს უტოლებს სამშობლოსათვის თავშეწირულ, საქართველოს პირველ პრეზიდენტს

ექსპერტი, ედიშერ გვენეტაძე, სოციალურ ქსელში, მიხეილ სააკაშვილის სასამართლო პროცესზე გამოთქმულ მოსაზრებას ეხმიანება, სადაც სააკაშვილმა საქართველოს სახელმწიფო საზღვრის უკანონო კვეთის ფაქტი ზვიად გამსახურდიას საქართველოში დაბრუნებას შეადარა და წერს, რომ ამ ორ საქმეს შორის პარალელის გავლება კატეგორიულად მიუღებელია.

,,აი, ეს სუბიექტი, რომელიც ზვიად გამსახურდიას უწოდებდა დიქტატორს, ბედავს და დღეს თავს უტოლებს სამშობლოსათვის თავშეწირულ, საქართველოს პირველ პრეზიდენტს!
და სასამართლოზე ღრიალებს – მე თუ მასამართლებთ საზღვრის უკანონო კვეთაზე, ზვიად გამსახურდია რატომ არ გაასამართლეს ასეთივე ბრალდებითო!
მაშასადამე, ამ განცხადებიდან ირკვევა, ამ დასავლეთში იურიდიულ განათლება მიღებულ (უფრო სწორად, ვერმიღებულ) სააკაშვილს ვერ გაურკვევია უმთავრესი რამ – სახელდობრ ის, რომ საქართველოს პირველი პრეზიდენტი, ზვიად გამსახურდია ადგილობრივი მოღალატეების მიერ უცხო ძალებისა და იარაღის მეშვეობით სამხედრო-სახელმწიფო გადატრიალების გზით ჩამოგდებულ და განდევნილი იქნა ქვეყნიდან!
ამიტომაც, ზ. გამსახურდიას სრული უფლება ჰქონდა, ნებისმიერ დროს და ნებისმიერ ვითარებაში დაბრუნებულიყო თავის სამშობლოში და ეწარმოებინა სავსებით ლეგიტიმური ბრძოლა ხალხის მიერ კანონიერად არჩეული ხელისუფლების აღდგენისათვის!
ამდენად, ვერავითარი კანონიერი საერთაშორისო-სამართლებრივი დოკუმენტით ვერ მოხდებოდა მის წინააღმდეგ საქმის აღძვრა!
თავად მიხეილ სააკაშვილმა კი სავსებით კანონიერად ჩაამთავრა თავისი ორი ვადით პრეზიდენტობა!
შემდეგ, თავისივე სურვილით, დატოვა საქართველოს, ანუ იმ ქვეყნის, რომლის პრეზიდენტიც იყო მოქალაქეობა, სხვა ქვეყნის გუბერნატორის თანამდებობის სანაცვლოდ!
როგორც ირკვევა, იმ ქვეყნიდან, რომლის მოქალაქეა დღესაც, მთელი ამ წლების განმავლობაში იგი ეწეოდა საქართველოს მიმართ ძირგამომთხრელ პოლიტიკურ-დივერსიულ-სახელმწიფოებივ საქმიანობას, რაც არაერთხელ დაადასტურა მან თავისივე საჯარო გამოსვლებით!
ბოლოს საქართველოს მოქალაქეობის არმქონე და უცხო ქვეყნის მოქალაქე მ. სააკაშვილმა კანონის დარღვევით გადმოკვეთა საქართველოს სახელმწიფოს საზღვარი, რისთვისაც იგი დაპატიმრებულ იქნა სამართალდამცავი ორგანოების მიერ!
ამრიგად, ზვიად გამსახურდიას და მ. სააკაშვილის საზღვრის კვეთის შესახებ საქმეების შედარება არის კატეგორიულად შეუსაბამო, მიუღებელი და ემსახურება მხოლოდ და მხოლოდ თანამდებობის გამო სამშობლოს და მისი მოქალაქეობის უარყოფილი მ. სააკაშვილის პიარს “მიშას ზვიადისტების” თვალსაწიერში!”, – წერს გვენეტაძე facebook -ზე.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები