ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში მანდარინის ექსპორტი მნიშვნელოვნად შემცირდა

ოკუპირებული აფხაზეთიდან რუსეთში მიმდინარე სეზონზე 19 ათას ტონაზე მეტი მანდარინის ექსპორტი მოხდა მაშინ, როდესც 2020-2021 წლების სეზონზე 47,5 ათასი ტონა იყო გატანილი.

ამის შესახებ ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტში განაცხადეს.

ე.წ. უწყებაში ექსპორტის შემცირება დაბალი მოსავლიანობით ახსნეს.

ე.წ. სახელმწიფო საბაჟო კომიტეტის ინფორმაციით, მიმდინარე სეზონზე “აფხაზეთ-რუსეთის საზღვარზე 300 ტონა ფორთოხალი და დაახლოებით 535 ტონა ლიმონი და ცაცხვი გაიტანეს”.

ასევე, გატანილია 1,1 ათას ტონაზე მეტი ხურმა და 1,8 ათას ტონაზე მეტი ფეიხოა და 1,7 ათას ტონაზე მეტი თხილი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები