ბავარიაში თვის დასაწყისში 1800 ადამიანს Pfizer-ის ვადაგასული ვაქცინა შეუყვანეს

ბავარიაში 4-დან 6 იანვრამდე, ებერსბერგის ვაქცინაციის ცენტრში ან მობილური ჯგუფის მიერ, 1800 ადამიანს Pfizer/Biontech-ის ვადაგასული ვაქცინა შეუყვანეს.

Spiegel Online წერს, რომ პრეპარატის ვარგისიანობა 2021 წლის 31 დეკემბერს მთავრდებოდა.

თუმცა, ვაქცინაციის ცენტრის ოპერატორმა ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენება ან შემდგომი გართულებბეი გამორიცხა და აღნიშნა, რომ სათანადო შენახვითა და დამუშავებით ვაქცინის ეფექტურობა არ მცირდება.

ამასთან, დაზარალებულებს ვაქცინაციის ცენტრში უფასოდ შეუძლიათ ანტისხეულების დონის დადგენა და, საჭიროების შემთხვევაში, ხელახალი ვაქცინაციის ჩატარება.

გარდა ამისა, დაშავებულთათვის გაიხსნა ცხელი ხაზი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები