ფარმაცევტული კომპანია Pfizer-ის აღმასრულებელი დირექტორის, ალბერტ ბურლას განცხადებით, “ომიკრონის” შტამთან ბრძოლის “ყველაზე სავარაუდო სცენარი იქნება”, COVID-19-ის საწინააღმდეგო ვაქცინის გადამუშავებულ ვერსიაზე გადასვლა.
J.P. Morgan Healthcare-ის კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას, მან თქვა, რომ Pfizer/ BioNTech-ი მუშაობენ როგორც “ომიკრონის” საწინააღმდეგო, ასევე ვაქცინის აქამდე არსებულ ვარიანტზე.
მისი თქმით, კომპანიის ვაქცინის განახლებული ვერსია, რომელიც “ომიკრონზე” იქნება გამიზნული, მარტში იქნება მზად, და სწორედ ამ დროს გაკეთდება პრეპარატის გამოყენების ნებართვის მიღების განაცხადი.