ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტი, მარია ვან კერხოვე ვარაუდობს, რომ “დელტასა” და “ომიკრონის” კორონავირუსის შტამების სავარაუდო ჰიბრიდი შეიძლება, გამოწვეული იყოს ლაბორატორიული შეცდომით.
როგორც მან სოციალურ ქსელში დაწერა, „დელტაკრონის” შტამი, დიდი ალბათობით, წარმოქმნილი იყო შედარების დროს დაბინძურების შედეგად“.
მარია ვან კერხოვემ ადრე განაცხადა, რომ „რაც მეტი ადამიანი შედის ერთმანეთთან კონტაქტში, შემზღუდავი ზომების გამოყენების გარეშე, ასევე, გრიპისა და კორონავირუსის გავრცელების ფონზე, მოხდება კოინფექციების გაჩენა.”
ექსპერტი ასევე მიმართავს საზოგადოებას, არ გამოიყენონ ტერმინები – “დელტაკრონი”, “ფლორონა” ან “ფლორონი” სხვადასხვა ვირუსის ერთდროული მიმოქცევის აღსანიშნავად, რადგან ისინი გულისხმობენ “ვირუსების ან შტამების ერთობლიობას და ეს ასე არ ხდება.”