CNN: ბაიდენის ადმინისტრაცია, უკრაინისთვის სამხედრო დახმარების სახით, დამატებით $200 მილიონის გამოყოფას დათანხმდა

 

აშშ-ის პრეზიდენტის, ჯო ბაიდენის ადმინისტრაცია 2021 წლის დეკემბრის ბოლოს, უკრაინისთვის სამხედრო დამხარების სახით, დამატებით 200 მილიონი დოლარის გამოყოფას დათანხმდა.

ამის შესახებ CNN-ი წყაროებზე დაყრდნობით იტყობინება.

აღნიშნულია, რომ დახმარება დამტკიცდა რუსეთთან მოლაპარაკებამდე რამდენიმე კვირით ადრე და ზედმეტი ყურადღების მიქცევის გარეშე.

მედიასაშუალების ინფორმაციით, იანვრის დასაწყისში თეთრი სახლის ადმინისტრაციამ, გახმაურების გარეშე, გადაწყვეტილება კონგრესს შეატყობინა.

CNN-ის წყაროების თანახმად, დახმარების პაკეტი მოიცავდა წარსულში შეერთებული შტატების მიერ მიწოდებულ თავდაცვით აღჭურვილობას, მათ შორის, მცირე იარაღსა და საბრძოლო მასალას, უსაფრთხო საკომუნიკაციო სისტემებს, სამედიცინო აღჭურვილობას, სათადარიგო ნაწილებსა და სხვა აღჭურვილობას.

აღნიშნულია, რომ ტექნიკის მიწოდებას გარკვეული დრო დასჭირდება.

დეკემბრის შუა რიცხვებისთვის შეერთებულმა შტატებმა 450 მილიონ დოლარზე მეტი დახმარება გაუწია უკრაინას უსაფრთხოების მიზნით.

დეკემბრის შუა რიცხვების მდგომარეობით, შეერთებულმა შტატებმა უკრაინას, საუფრთხოების მიზნით, 450 მილიონ დოლარზე მეტი ღირებულების დახმარება გაუწია.

აშშ-ის 2022 წლის თავდაცვის ბიუჯეტი ითვალისწინებს კიევისთვის 300 მილიონი დოლარის გამოყოფას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები