ამირან გამყრელიძე: „ომიკრონის“ დროს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მერყეობს 5-10%-მდე, “დელტას” შემთხვევაში 12-20% იყო

“ჩვენ შეიძლება, პიკში შევიდეთ სადღაც თებერვლის პირველ დეკადაში და შეიძლება, იყოს დღიურად 60 000-მდე შემთხვევა, რომლიდანაც ლაბორატორიულად გამოვლინდება დაახლოებით 20-30%”, – ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ ბრიფინგზე განაცხადა.

მისი თქმით, „ომიკრონის“ პირობებში ჰოპიტალიზაციის მაჩვენებლი ნაკლები იქნება.

„ჩვენ შეიძლება, პიკში შევიდეთ სადღაც თებერვლის პირველ დეკადაში და შეიძლება, იყოს დღიურად 60 000-მდე შემთხვევა, რომლიდანაც ლაბორატორიულად გამოვლინდება დაახლოებით 20-30%, ანუ შეიძლება, სადღაც გვქონდეს დღიურად 10-15 000-მდე შემთხვევა.

“ომიკრონის“ დროს ჰოსპიტალიზაციის მაჩვენებელი მერყეობს 5-დან 10%-მდე მაშინ, როცა „დელტას“ დროს ეს მაჩვენებელი იყო 12-15-20%-მდე და უფრო აგრესიულად და მძიმედ მიმდინარეობდა. ამიტომ, აქ ჰოსპიტალიზაციის მოთხოვნა, დიდი ალბათობით, შემცირებული იქნება“, – განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები