რუსეთი ემზადება, დონბასი ე.წ. დამოუკიდებელ რესპუბლიკად აღიაროს
რუსეთის სახელმწიფო დუმამ მოამზადა დადგენილების პროექტი ე.წ დონეცკისა და ლუგანსკის თვითგამოცხადებული სახალხო რესპუბლიკების აღიარების შესახებ.
ამის შესახებ ტელეარხს – “დონბასის გადაწყვეტილება” სახელმწიფო დუმის დეპუტატმა, ყაზბეკ ტაისაევმა (კომუნისტური პარტია) აცნობა.
„ჩვენმა პარტიამ უკვე მოამზადა სახელმწიფო სათათბიროს რეზოლუციის პროექტი დონეცკის სახალხო რესპუბლიკისა და ლუგანსკის სახალხო რესპუბლიკის აღიარების შესახებ“, – თქვა მან.
ტაისაევი დარწმუნებულია, რომ ეს ამოცანა უახლოეს მომავალში განხორციელდება.
ამასთან, მან აღნიშნა, რომ მინსკის შეთანხმებებს ალტერნატივა არ აქვს, მაგრამ კიევი ყველაფერს აკეთებს, რათა ეს ამოცანა არ განხორციელდეს.
„მიზანმიმართულად აჭიანურებენ ყველაფერს, მათ ესაჭიროებათ ეს მსხვერპლი, მათ სჭირდებათ ეს ომი, რადგან ეს არის ბრძანება საზღვარგარეთიდან. ეს ყველას კარგად ესმის”, – თქვა ტაისაევმა.