საქართველოში “ომიკრონის” 951 შემთხვევაა დადასტურებული
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, 11 იანვრის მდგომარეობით, საქართველოში ლაბორატორიულად დადასტურებულია კორონავირუსის ახალი შტამის – “ომიკრონის” 951 შემთხვევა.
ცნობისთვის, საქართველოში კორონავირუსის 5 486 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გამოჯანმრთელდა 2 893 პაციენტი.