თოყაევი: კუხო-ს სამშვიდობოების მისია დასრულებულია, ორ დღეში დაიწყება კონტინგენტის გაყვანა
ყაზახეთიდან კუხო-ს ძალების გაყვანა ორ დღეში დაიწყება, – განაცხადა რესპუბლიკის პრეზიდენტმა, ყასიმ-ჟომარტ თოყაევმა.
მისი თქმით, კუხო-ს სამშვიდობო ძალების მისია ყაზახეთში წარმატებით დასრულდა და იწყება კონტინგენტის ეტაპობრივი გაყვანა.
“კუხო-ს სამშვიდობო ძალების ძირითადი მისია წარმატებით დასრულდა, ორ დღეში დაიწყება ერთიანი სამშვიდობო კონტინგენტის ეტაპობრივი გაყვანა. პროცესს დასჭირდება არაუმეტეს ათი დღისა”, – თქვა მან.
თოყაევმა კუხო-ს მხარდაჭერის თხოვნით გასულ კვირას მიმართა, როდესაც ყაზახეთში საწვავზე ფასის ზრდასთან დაკავშირებული არეულობა დაიწყო.