გიორგი ღიბრაძე: მნიშვნელოვანია, რომ სამთო კურორტებზე ჩასულმა დამსვენებლებმა მაქსიმალურად დაიცვან ქვეყანაში არსებული წესები და რეგულაციები
“მნიშვნელოვანია, რომ სამთო კურორტებზე ჩასულმა დამსვენებლებმა მაქსიმალურად დაიცვან ქვეყანაში არსებული წესები და რეგულაციები”, – ამის შესახებ უწყებათაშორის საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა, გიორგი ღიბრაძემ განაცხადა.
საკოორდინაციო საბჭოსთან არსებული საოპერაციო შტაბის უფროსმა აღნიშნა, რომ კვლავ გრძელდება 200-ლარიანი წახალისება 50 წელზე ზემოთ პირებისთვის. მისივე თქმით, ძალიან მნიშვნელოვანია ვაქცინაციის პროცესის კიდევ უფრო ინტენსიფიკაცია და “ბუსტერ” დოზების გაკეთება.
“ტენდენცია აჩვენებს, რომ სამთო კურორტებზე არის განსაკუთრებულად მომეტებული ინფიცირების შემთხვევები, ამიტომ, ძალზე მნიშვნელოვანია, სამთო კურორტებზე ჩასულმა დამსვენებლებმა მაქსიმალურად დაიცვან ის წესები და რეგულაციები, რომელიც ქვეყანაში არსებობს. განსაკუთრებით, აქცენტი უნდა გაკეთდეს პირბადის ტარებაზე, რადგან ეპიდემიის გავრცელების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ფაქტორია. პირბადის ტარება არ არის მხოლოდ მაკონტროლებლის მიერ განხორციელებული ღონისძიება, რითიც ჩვენ შევძლებთ პანდემიასთან ბრძოლას. ეს უნდა იყოს ერთობლივი როგორც საზოგადოების მხრიდან, ასევე, აღმასრულებლის მხრიდან. ცხადია, კონტროლიც გამკაცრდება, თუმცა, მეორე მხრივ, თითოეულმა ჩვენგანმა კონტროლი ჩვენ თვითონ უნდა გავუწიოთ”, – განაცხადა ღიბრაძემ.