სამტრედიაში, ორპირის ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება სრულდება
სამტრედიაში, ორპირის ქუჩაზე ასფალტო-ბეტონის საფარის დაგება სრულდება.
აღნიშნულ ლოკაციებზე კაპიტალური გზა არასდროს ყოფილა.
სამუშაოების მიმდინარეობის პროცესს მუნიციპალიტეტის მერი, დავით ბახტაძე გაეცნო.
,,მუნიციპალიტეტის მასშტაბით სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი აქტიურად მიმდინარეობს. თითოეული პროექტის ხარისხი ყველანაირად უნდა აკმაყოფილებდეს დადგენილ სტანდარტებს და იყოს საუკეთესოდ შესრულებული”, – განაცხადა ბახტაძემ.
გზის სარეაბილიტაციო სამუშაოებს ტენდერში გამარჯვებული კომპანია ,,ფემინი კონსტრაქშენი” ასრულებს.