ამირან გამყრელიძე – “ომიკრონზე”: ინფიცირების ე.წ. აღმავალი ტალღა იწყება
დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანლის, ამირან გამყრელიძის განცხადებით, ქვეყანაში ინფიცირების ე.წ. აღმავალი ტალღა იწყება, რომელიც, დიდი ალბათობით, კორონავირუსის ახალი შტამით – “ომიკრონითაა” გამოწვეული.
“იწყება კიდევ ე.წ. აღმავალი ტალღა ინფიცირებისა, რომელიც, დიდი ალბათობით, გამოწვეულია ამ ახალი შტამით. მისი გავრცელების სისწრაფე დაახლოებით 3-4-ჯერ და კიდევ უფრო მეტია, ვიდრე – აქამდე არსებული შტამების. ასევე, განსაკუთრებული ტროპიზმი აქვს ახალგაზრდა ასაკის ადამიანებისადმი. რეინფექციის პროცენტი საკმაოდ მაღალია, ბუსტერიზირებულ ადამიანებში შედარებით ნაკლებია ინფიცირების მაჩვენებლები”, – აცხადებს ამირან გამყრელიძე.