ყიფშიძე – სააკაშვილს: მიშა, მოიცადე ცოტა ხანს, გადადე შენი ულტიმატუმის დღე

მიხეილ სააკაშვილის პირადმა ექიმმა, ნიკოლოზ ყიფშიძემ მსჯავრდებულ ექსპრეზიდენტს სთხოვა, გადადოს პროტესტის უკიდურესი ფორმისთვის მიმართვა და ექიმების შესვლას დაელოდოს. ყიფშიძემ აღნიშნული განცხადება მედიასთან მას შემდეგ გააკეთა, რაც რუსთავის ციხეში სააკაშვილთან შესახვედრად არ შეუშვეს.

“მქონდა მე მოლოდინი, რომ შემიშვებდნენ, მაგრამ დაშვება არ გაქვთო. იმიტომ მოვედი დღეს აქ,  ახლა რომ მოეცათ საშუალება, მენახა, იქნებ გადაეფიქრებინა ამ უკიდურესი ფორმის დაწყება, შიმშილობის დაწყება. თუ გვისმენს მიშა, ვეტყოდი, რომ მიშა, მოიცადე კიდევ ცოტა ხანი, ექიმები ადრე თუ გვიან შემოვლენ შენთან და, თუ შეიძლება, გადადე შენი ულტიმატუმი დღე”, – თქვა ნიკოლოზ ყიფშიძემ რუსთავის ციხესთან.

ცნობისთვის, მიხეილ სააკაშვილს ორი მოთხოვნა აქვს – 6 იანვრამდე მასთან დამოუკიდებელი ექიმების ჯგუფი შევიდეს და კომუნიკაცია სრულყოფილად აღდგეს, წინააღმდეგ შემთხვევში, ადვოკატის თქმით, ის პროტესტის უკიდურეს ფორმას მიმართავს. შოთა თუთბერიძეს არ დაუკონკრეტებია, იქნება თუ არა ეს შიმშილობა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები