“თალიბანი“ თვითმკვლელი ტერორისტების ბატალიონს შექმნის

ავღანეთის მთავრობაში მოსული „თალიბანი“ თავისი ჯარის შემადგენლობაში თვითმკვლელი ტერორისტების ბატალიონს შექმნის.

ამის შესახებ მოძრაობის ოფიციალურმა წარმომადგენელმა, ინფორმაციისა და კულტურის მინისტრის მოადგილემ, ზაბიჰულა მუჯაჰიდმა განაცხადა.

მისივე თქმით, ბატალიონი სპეცდანიშნულების ძალების შემადგენლობაში შევა და თავდაცვის სამინისტროს დაქვემდებარებაში იქნება.

ზაბიჰულა მუჯაჰიდმა ასევე აღნიშნა, რომ, საჭიროების შემთხვევაში, ავღანეთის ჯარში ქალებსაც აიყვანენ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები