1 მილიონზე მეტი – აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების დღიური რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა

აშშ-ში კორონავირუსით ინფიცირების დღიური რეკორდული მაჩვენებელი გამოვლინდა.

ჯონს ჰოპკინსის ინსტიტუტის მიერ გავრცელებული სტატისტიკური მონაცემის მიხედვით, 3 იანვარს ქვეყანაში  ინფიცირების 1 082 549 შემთხვევა დადასტურდა.

ასევე, ერთ დღეში ვირუსს 1688 ადამიანი ემსხვერპლა.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, შეერთებულ შტატებში კოვიდ-19 სულ 56 მილიონზე მეტ ადამნიანს დაუდასტურდა, 827 ათასზე მეტი გარდაიცვალა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები