ორბელიანის მოედნის საახალწლო ქარავანის სცენაზე ქართული მუსიკის საღამო გაიმართა

ორბელიანის მოედნის საახალწლო ქარავანის სცენაზე ქართული მუსიკის საღამო გაიმართა, რომელსაც ნიკოლოზ წულუკიძე უძღვებოდა.

საღამოზე მსმენელებმა ეკა მამალაძის, ნუკრი კაპანაძის, ნეკა სეფისკვერაძის, თეატრალური კვარტეტის, “ალილოს”, The Georgian Six-ის, თემურ თათარაშვილის, გელა დონაძის და ანუკი ცქვიტინიძის მიერ შესრულებული ქართული სიმღერები მოისმინეს.

“წლის ყველაზე ჯადოსნური დრო – ახალი წელი ახლოვდება და განსაკუთრებული განწყობის შესაქმნელად კომპანია “ასკანელმა” მსმენელების განწყობაზე იზრუნა. კონცერტზე “ასკანელი ქარავანზე- ქართული მუსიკის საღამო” ჩვენმა საამაყო მომღერლებმა ყველასთვის ცნობილი მუსიკალური ნომრები შეასრულეს. ჩვენ ტრადიციულად გავაგრძლებთ ქვეყნის ეკონომიკური განვითარების გზაზე ქართული კულტურის მხარდაჭერას” – განაცხადა კომპანია “ასკანელის” დამფუძნებელმა გოჩა ჩხაიძემ.

საახალწლო საღამო თბილისის მერიის ინიციატივით და ბიზნესმენ გოჩა ჩხაიძის მხარდაჭერით გაიმართა. კონცერტზე მისული სტუმრები კომპანიამ საახალწლოდ დაასაჩუქრა.

“ბიზნესმა და სახელმწიფომ ერთად უნდა იტვირთოს უმნიშვნელოვანესი როლი ქვეყანაში კულტურის გადარჩენისთვის. სახელმწიფოს დღის წესრიგში კულტურის სფერო უფრო მეტად პრიორიტეტული უნდა გახდეს. პროექტი “ასკანელი ქარავანზე- ქართული მუსიკის საღამო”, რომელიც ქალაქ თბილისის მერიისა და “ასკანელის” პარტნიორობით განხორციელდა, წარმოადგენს ქართული მდიდარი მუსიკალური შემოქმედებითობის დემონსტრირებას, რომლის მთავარი დანიშნულება საზოგადოების სულიერების, ინტელექტის და ესთეტიზაციის ამაღ₾ებაა” – განაცხადა კონცერტის ორგანიზატორმა ანი ლაღიძემ.

კომპანია “ასკანელი” მთელი კვირის განმავლობაში ქარავანში მისული სტუმრებისთვის საშობაო კოქტეილებს და არომატულ გლინტვეინს მოამზადებს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები