საპატრულო პოლიციის ერთიანი მომსახურების თბილისის სერვისცენტრი პირველი იანვრიდან 10 იანვრამდე არ იმუშავებს

შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ერთიანი მომსახურების ცენტრი ინფორმაციით, 2022 წლის 1-ელი იანვრიდან 10 იანვრამდე, უქმე დღეების გამოცხადებასთან დაკავშირებით, ერთიანი მომსახურების თბილისის სერვისცენტრი არ იმუშავებს.

„რაც შეეხება საჯარიმო სადგომიდან ავტომობილის გაყვანის ნებართვის სერვისს, აღნიშნული მომსახურება ხელმისაწვდომი იქნება უწყვეტ რეჟიმში, „112“-ის საჯარიმო სადგომზე, თბილისში (მისამართი: დიღომი, ბობ უოლშის ქუჩა, ყოფილი დიღმის საცდელი მეურნეობის ტერიტორია)“, – აცხადებენ საპატრულო პოლიციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები