ხვიჩა კვარაცხელია: დიდი ემოციაა, როდესაც შენი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი ხდები

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ყოველწლიური დაჯილდოება GFF Awards, შარშანდელის მსგავსად, მიმდინარე წელსაც ონლაინ რეჟიმში გაიმართა.

წლის საუკეთესოები სფფ-ის სოციალური ქსელების და ვებ-გვერდის საშუალებით ეტაპობრივად გამოვლინდნენ.

2021 წლის საუკეთესო ფეხბურთელად ხვიჩა კვარაცხელია დასახელდა.

20 წლის ფეხბურთელის გარდა, ნომინირებულები იყვნენ  გურამ კაშია და გიორგი ლორია.

“ყველაზე დიდი ემოციაა, როდესაც შენი ქვეყნის საუკეთესო ფეხბურთელი ხდები, როცა ასე გაფასებს ქომაგი და ყველა ის ადამიანი, რომელიც ამ გადაწყვეტილებას იღებდა. მადლიერი ვარ ამ ხალხის, ეს იქნება უფრო დიდი მოტივაცია, რათა მომდევნო წლებშიც დავდოთ შედეგი”, – განაცხადა კვარაცხელიამ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები