მორის ფოცხიშვილის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა 29 იანვრამდე გაგრძელდება

ქართული სახვითი ხელოვნების მუზეუმში მორის ფოცხიშვილის გრაფიკული ნამუშევრების გამოფენა გაიხსნა. ექსპოზიციაზე წარმოდგენილია პოეტის გრაფიკა და პოეზია. გამოფენის კურატორები მორის ფოცხიშვილის ოჯახი წევრები არიან: ბასა ფოცხიშვილი, თამრიკო ფოცხიშვილი, დავით გურგულია.
2021 წელს „მაგთის“ მიერ გამოცემულ მორის ფოცხიშვილის პოეზიის ოთხტომეულში შესულია პოეტის გრაფიკული ილუსტრაციები. წიგნის პრეზენტაციაზე შესრულდა გიორგი მიქაძის მუსიკალური კომპოზიცია მორის ფოცხიშვილის ლექსების კომპილაციით.

გამოფენა გაგრძელდება 29 დეკემბრიდან 29 იანვრამდე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები