ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ექვსი კი დაშავდა

ქობულეთი-ბათუმის შემოვლით გზაზე ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად ორი ადამიანი გარდაიცვალა, ხოლო ექვსი დაშავდა.

სასწრაფო დახმარების ცენტრში ამბობენ, რომ დაშავებულებს შორის იყვნენ ბავშვებიც. ისინი ბათუმის დედათა და ბავშვთა სამედიცინო ცენტრში არიან გადაყვანილი, ხოლო ორი ადამიანი ბათუმის რეფერალურ ჰოსპიტალშია მოთავსებული.

ავტოსაგზაო შემთხვევასთან დაკავშირებით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება “სისხლის სამართლის კოდექსის” 276-ე მუხლის მერვე ნაწილით დაიწყო, რაც სატრანსპორტო მოძრაობისას წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია. არსებული ინფორმაციით, მსუბუქი ავტომობილი სატვირთო ავტომობილს შეეჯახა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები