საქართველოს პროკურატურის პროკურორი, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ეროვნულ აკადემიაში სასწავლო კურსს გაივლის

საქართველოს პროკურატურისა და აშშ-ის საელჩოს თანამშრომლობის ფარგლებში, ამერიკის შეერთებული შტატების გამოძიების ფედერალური ბიუროს ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს გენერალური პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტის პროკურორი შოთა კაკულია აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ეროვნულ აკადემიაში სამთვიან მოსამზადებელ კურსს გაივლის, – ამის შსახებ ინფორმაციას პროკურატურა ავრცელებს.

მათივე ცნობით, აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ეროვნული აკადემია აშშ-სა და საერთაშორისო სამართალდამცავი ორგანოების პროფესიონალებისთვის სასწავლო ინსტიტუტს წარმოადგენს.

აღნიშნული სასწავლო პროგრამა ითვალისწინებს სამართალდამცავ უწყებებში მართლმსაჯულების ადმინისტრირების გაუმჯობესებას როგორც ქვეყნის შიგნით, ასევე მის ფარგლებს გარეთ. კურსის მიზანია სამართალდამცავი სისტემის მუშაობის სტანდარტების დახვეწა, თანამშრომელთა კვალიფიკაციის ამაღლება და მსოფლიოს მასშტაბით თანამშრომლობის გაუმჯობესება. სასწავლო კურსი დატვირთულია სხვადასხვა თეორიული და პრაქტიკული საკითხებით. პროგრამა ასევე, კურსის მონაწილეთა ფიზიკურ მომზადებას ითვალისწინებს.

საქართველოს პროკურატურის წარმომადგენლის აშშ-ის გამოძიების ფედერალური ბიუროს ეროვნული აკადემიის სასწავლო კურსში მონაწილეობის პირველი პრეცედენტია, რაც მომავალშიც გაგრძელდება და მნიშვნელოვნად შეუწყობს ხელს ამერიკის შეერთებული შტატების და საქართველოს სამართალდამცავ უწყებებს შორის ურთიერთობების გაღრმავებას და გაძლიერებას, – აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები