ბიბილოვი:  ასე შეიძლება შემოვიერთოთ გორი, დუშეთი

ე.წ. სამხრეთ ოსეთის დე ფაქტო პრეზიდენტმა, ანატოლი ბიბილოვმა მედიასთან შეხვედრაზე ე.წ. საზღვრის შესახებ ე.წ.სახელმწიფო კომისიის მუშაობა შეაფასა.

ბიბილოვმა საკუთარ ოპოზიციას უპასუხა.

„ჩვენი ოპონენტები ამბობენ, რომ ჩვენი საზღვრები 1922 წლის სამხრეთ ოსეთის ავტონომიური ოლქის შექმნის შესახებ დეკრეტით არის განსაზღვრული. ჩვენ გვესმის, რომ მაშინ, საბჭოთა კავშირი არ არსებობდა, ის მხოლოდ იმავე წლის დეკემბერში შეიქმნა. ისინი ამბობენ, რომ ჩვენ დავკარგეთ ჩვენი ტერიტორიის ნაწილი, მაგრამ ეს რომ თქვათ, უნდა იცოდეთ, რა არის რუკა და რა არის ტოპოგრაფია. არ ვიცი ვინ მოიწვიეს, ვინ და რა დახატა, მაგრამ, როგორც სამხედრომ, მეც ვიცი, როგორ იხატება რუკა. ვხედავთ,რომ თუ შევადარებთ მოწინააღმდეგის რუკას, რომელიც ახლა გვაქვს, მაშინ ვკარგავთ გუჯაბაურს,არცეუს და ორჭოსანს, მაგრამ მივიღებთ სოფელ ჩორჩანას. ასე შეიძლება შემოვიერთოთ გორი, დუშეთი.  და მოწინააღმდეგეებს ასევე მშვენივრად ესმით, რომ დეკრეტით ჩვენ ვკარგავთ ტერიტორიებს. მაგრამ მე ვფიქრობ, რომ ეს კეთდება მხოლოდ პრეზიდენტზე ტალახის სროლისთვის,“ – განაცხადა ბიბილოვმა.

მან აღნიშნა, რომ საბჭოთა კავშირის დაშლის შემდეგ, ყველა ყოფილ რესპუბლიკას აქვს ტერიტორიული პრეტენზიები, მაგრამ ყველას სურს ამ საკითხების პოლიტიკური გადაწყვეტა.

„2009 წელს ჩვენს საზღვრებთან ჩადგნენ მესაზღვრეები და დღეს მათგან, ვინც ოპოზიციაში იმყოფება, ხელისუფლებაში იყო. მაშინ რატომ არ ლაპარაკობდნენ ამ პრობლემაზე? ეშინოდათ  თბილი ადგილების გამო და ჩუმად იყვნენ.  ჩემამდე არავინ იყო სახელმწიფო საზღვარზე პასუხისმგებელი?”- დასძინა დე ფაქტო პრეზიდენტმა.

ბიბილოვმა გაიხსენა, რომ სწორედ მან შექმნა “სახელმწიფო სასაზღვრო კომისია” და მის წევრებს არ ჰქონდათ უფლება წარედგინათ თავიანთი საქმიანობის შედეგები სხდომაზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები