სოჭის ოლიმპიადაში 40 ქვეყანა და 3 000 სპორტსმენი მონაწილეობს
სოჭის 22-ე ზამთრის ოლიმპიადაზე გუნდების უპრეცედენტო რაოდენობა მონაწილეობს, ოლიმპიურ თამაშებში მონაწილეობას ჯამში 88 გუნდი მიიღებს,- ამის შესახებ ინფორმაცის რუსული მედიასაშუალებები ავრცელებენ. სოჭში 15 სპორტული თამაშის ფარგლებში სპორტსმენები მედლების 98 სხვადასხვა კომპლექტისთვის იბრძოლებენ. თამაშების გახსნის ცერემონია მოსკოვის დროით 20:14 წუთზე დაიწყება. ზამთრის ოლიმპიური თამაშები სოჭში 7 -დან 23 თებერვლამდე გასტანს. მათ შორის კი, 7 -დან 16 -ის ჩათვლით, 22 პარაოლიმპიური თამაშები შედგება. ოლიმპიადაში 40 სხვადასხვა ქვეყნის, სულ 3 000 სპორტსმენი და დელეგაციის ამდენივე ოფიციალური წევრი მონაწილეობს. სოჭის ოლიმპიადაზე მონაწილეობენ ისეთი ქვეყნებიც, რომლებსაც ამ ტიპის შეჯიბრებებში აქამდე მონაწილეობა არასდროს მიუღიათ. ეს ქვეყნები მალტა, ზიმბამბვე, დომინიკი, პარაგვაი და ტონგა არიან.