სელექციული აბორტის შედეგად, 2012 წელს 1151-ით ნაკლები გოგონა დაიბადა

   საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის დავით სერგეენკოს განცხადებით, 2012 წელს სელექციული აბორტის შედეგად, ვაჟებთან შედარებით, 1151-ით ნაკლები გოგონა დაიბადა, – ამის შესახებ ჟურნალისტებს დავით სეერგეენკომ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განუცხადა. როგორც სეერგეენკომ განმარტა, აღნიშნული ყველა ე.წ.ირიბი არაპირდაპირი ინდიკატორებით ჩატარდა. „სელექციული აბორტის შემთხვევაში ჩვენ გავაკეთეთ ე.წ. ირიბი, არაპირდაპირი ინდიკატორებით ძირითადი დემოგრაფიული მაჩვენებლებით გათვლა. აქ იყო, 1000 -დან 1500-ის ფარგლებში. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ვივარაუდოთ, რომ ამდენით ნაკლები გოგონა დაიბადა 2012 წელს, სწორედ რომ სელექციური აბორტის გამო”,- განაცხადა დავით სერგეენკომ.
მინისტრის თქმით, უკვე დასრულდა მუშაობა რეგულაციაზე, რომელიც უმეტეს წილად დაარეგულირებს ამ პრობლემას. „უკვე დავასრულეთ მუშაობა რეგულაციებზე, რომელთა უმეტესი ნაწილი დაარეგულირებს სელექციურ აბორტს. სრულად ამის მოგვარება თეორიულად შეუძლებელია, ამაზე სამუშაო ჯგუფმა მუშაობა დაასრულა და ამის შესახებ მალე საზოგადოებასაც გავაცნობთ ინფორმაციას”, – განაცხადა დავით სეერგეენკომ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები