25 ივლისი

11:00
საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის მოადგილე გიორგი შარვაშიძე და მინისტრის მრჩეველი ოთარ აბესაძე მოსახლეობის საყოველთაო აღწერის პროექტში სტუდენტების დასაქმებასთან დაკავშირებით ბრიფინგს გამართავენ. მისამართი: უზნაძის 52
11:00
“რეპორტიორის” პრესკლუბში სრულიად საქართველოს ეროვნული ყრილობის მომწყობი საორგანიზაციო კომიტეტის ხელმძღვანელი ზურაბ ქელეხსაშვილი, წევრები – ლაშა ლომიძე და ჯემალ ჯავახიშვილი სახალხო ყრილობის გამართვის თაობაზე სპეციალურ განცხადებას გააკეთებენ.
11:30
ორგანიზაცია “ახალგაზრდა ადვოკატების“ იურისტი ანა კიკნაძე „რეპორტიორის“ პრესკლუბში სპეციალურ ბრიფინგს გამართავს და სახელმწიფო საკონსტიტუციო კომისიას, ნაფიც-მსაჯულთა ინსტიტუტის გაუქმების მიზანშეწონილობის საკითხის განხილვის წინადადებით მიმართავს. მისამართი: ქ.თბილისი, იოსებიძის #52; საკონტაქტო პირი: სოფიო აზარიაშვილი – 551 081803
12:00
საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროში მიგრაციის პოლიტიკის შემუშავების კონტექსტში, სავიზო რეჟიმის საკითხებთან დაკავშირებით შეხვედრა გაიმართება.
12:00
“რეპორტიორის” პრესკლუბში “უფლებადამცველთა გაერთიანების” თავმჯდომარე ნიკოლოზ მჟავანაძე და კონტროლის პალატის ყოფილი მაღალჩინოსანი ნოდარ ლიპარტელიანი პრესკონფერენციას გამართავენ. თემა: “აუდიტის სამსახურის” მიერ სასამართლო სისტემაში გამოვლენილ ფინანსურ დარღვევებში კონსტანტინე კუბლაშვილის მონაწილეობა.

12:00
“პრაიმტაიმის” პრესკლუში არასამთავრობო ორგანიზაცია დემოკრატიისა და სამართლიანობის წარმომადგენელი, უფლებადამცველი მაგდა კოტრიკაძე ჭიათურაში, მანგანეცის უკანონო მოპოვებასთან და მოსალოდნელ ეკოლოგიურ საფრთხესთან დაკავშირებით განცხადებას გააკეთებს.
12:30
“რეპორტიორის” პრესკლუბში პიარ-ტექნოლოგი ლალი მოროშკინა ციხეებში მაყურებლების შესახებ სპეციალურ ბრიფინგს გამართავს.
13:00
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა „სახელმწიფო საიდუმლოების შესახებ“ ახალი კანონის პროექტთან დაკავშირებით დისკუსიას გამართავს. მისამართი: ჯანსიღ კახიძის ქ. #15

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები