რატომ არ ესწრებოდა ეკატერინე ტიკარაძე საკოორდინაციო საბჭოს სხდომას – თამარ გაბუნიას კომენტარი
ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, თამარ გაბუნიას განცხადებით, ეკატერინე ტიკარაძე კორონავირუსთან დაკავშირებით შექმნილი უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომას არ დასწრებია.
მისივე თქმით, მიზეზი უწყების გადაბარების პროცესია.
„დღევანდელ სხდომას არ ესწრებოდა. უამრავი სხვა პრიორიტეტია კიდევ ჯანდაცვის სამინისტროში, გადაბარების პროცესში, ამიტომ, ვფიქრობ, მისი დრო შესაბამისად გადანაწილდება“, – განაცხადა გაბუნიამ.