“ძალიან მომენატრა საქართველო და ძალიან მომენატრეთ თქვენ”

სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი გერმანიიდან დაბრუნების შემდეგ ყოვლადწმინდა სამების ტაძარში მივიდა. ილია მეორემ ტაძარში შეკრებილები დალოცა და ქადაგებით მიმართა.
“ძალიან მომენატრა საქართველო და ძალიან მომენატრეთ თქვენ, მე ვგრძნობდი თქვენს ლოცვებს, ღმერთმა დაგლოცოთ”, – მიმართა ხალხს უწმინდესმა.
მოგვიანებით, ილია მეორე საპატრიარქოში გაემგზავრა.
პატრიარქის გერმანიაში მკურნალობასთან და მისი ჯანმრთელობის მდგომარეობასთან  დაკავშირებით ჟურნალისტებთან ექიმმა ცისანა შარტავამ კომენტარი გააკეთა. მისი განცხადებით, პატრიარქს გერმანიაში კარდიოლოგიური კუთხით გეგმურ-პროფილაქტიკური გამოკვლევა და 18 დღიანი მკურნალობის კურსი ჩაუტარდა. როგორც შარტავამ აღნიშნა, უწმინდესი თავს კარგად გრძნობს, მისთვის ეს ვიზიტი გერმანიაში სამკურნალო და სარეაბილიტაციო კურსის გარდა, ერთგვარი დასვენებაც იყო.
“პატრიარქის გერმანიაში ყოფნას ორი მიზანი ჰქონდა. კერძოდ, მას კარდიოლოგიური კუთხით გეგმური-პროფილაქტიკური გამოკვლევა ჩაუტარდა და 18-დღიანი სარეაბილიტაციო კურსი გაიარა. შედეგები ძალიან კარგი იყო. შევეცდებით, ექიმების მიერ შემოთავაზებული რეკომენდაციები განვახორციელოთ. ზოგადად, მისი მდგომარეობა, დამაკმაყოფილებელი, ძალიან კარგია”, – აღნიშნა ექიმმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები