23 წლის ორსული ქალი ორმა მამაკაცმა გააუპატიურა

მოსკოვში ორსული ქალი გააუპატიურეს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედია რუსეთის შინაგან საქმეთა სამინისტროზე დაყრდნობით ავრცელებს. ახალგაზრდა ქალი ინტერნეტში გამოქვეყნებული განცხადების საფუძველზე, ძიძის სამუშაოზე მოსაწყობად გამოცხადდა.
გამოძიების თანახმად, ბინაში ქალს ორი მამაკაცი დახვდა, რომლებმაც ფეხმძიმე იარაღის მუქარით გააუპატიურეს, გაძარცვეს და შემდეგ მიიმალნენ. დაზარალებულს ექიმებმა სამედიცინო დახმარება აღმოუჩინეს, თუმცა მან ჰოსპიტალიზაციაზე უარი განაცხადა. მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით სისხლის სამართლის საქმე – გაუპატიურებისა და ძარცვის მუხლით აღიძრა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები