არსენ იაცენიუკი უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობიდან გადადგა

უკრაინის პრემიერ-მინისტრმა არსენ იაცენიუკმა თანამდებობა დატოვა. ამის შესახებ მან უმაღლესი რადას ტრიბუნიდან განაცხადა.
„საპარლამენტო კოალიციის დაშლის, ასევე იმის გამო, რომ მნიშვნელოვანი კანონპროექტების მიღებაზე რადამ უარი თქვა, გადავწყვიტე თანამდებობის დატოვება“, – განაცხადა იაცენიუკმა.
რადას სპიკერმა დეპუტატებს დროებითი პრემიერ-მინისტრის კანდიდატურის დასახელება შესთავაზა.
ამასთან, პრემიერ-მინისტრის გადადგომა ავტომატურად ნიშნავს, მინისტრთა კაბინეტის შემადგენლობის დათხოვნას. მინისტრთა კაბინეტის წევრები მოვალეობის შესრულებას უმაღლეს რადაში ახალი კოალიციის შექმნამდე გააგრძელებენ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები