ავიაკატასტროფის დროს თვითმფრინავში საფრანგეთის, გერმანიის, ლიბიის, ალჟირის და ბურკინა-ფასოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ
ალჟირის ავიახაზების თვითმფრინავის ავიაკატასტროფის შედეგად დაღუპული მგზავრების ვინაობა გაირკვა, – ამის შესახებ ინფორმაციას უცხოური მედია ავრცელებს. ბორტზე საფრანგეთის 50, გერმანიის 4, ასევე ლიბიის, ალჟირის და ბურკინა-ფასოს მოქალაქეები იმყოფებოდნენ.
გავრცელებული ინფორმაციით, თვითმფრინავი, რომლის ბორტზეც საერთო ჯამში 116 ადამიანი იმყოფებოდა, ნიგერიაში ჩამოვარდა და ყველა მგზავრი დაიღუპა. თვითმფრინავის სამძებრო სამუშაოებში საფრანგეთის საჰაერო ძალების ორი გამადაგურებელი ჩაერთო.
თვითმფრინავი ბურკინა-ფასოს დედაქალაქ უაგადუგუდან ალჟირის მიმართულებით მიფრინავდა. ერთ-ერთი ვერსიით, ალჟირის ავიახაზების ლაინერი რადარებიდან მას შემდეგ გაქრა, რაც ეკიპაჟმა ცუდი ხილვადობის გამო მარშრუტის შეცვლა მოითხოვა. ანონიმური წყაროს ინფორმაციით, არსებობდა რისკი, რომ თვითმფრინავი სხვა საჰაერო ხომალდს შეჯახებოდა, რომელიც ალჟირიდან ბამაკოს მიმართულებით მიემგზავრებოდა.
Air Algerie-ს ლაინერის მარშრუტი მოხვდა მალის ჩრდილოეთ რაიონების თავზე, სადაც სამთავრობო ჯარებსა და ამბოხებულებს შორის შეტაკებები მიმდინარეობს. სწორედ მალიში დაიკარგა თვითმფრინავთან კონტაქტი.