ჯავარა უგრეხელიძე: სავარაუდოდ, იანვრის თვის მეორე ნახევრიდან რეალურია, რომ “ომიკრონით” ინფიცირების შემთხვევები მომრავლდეს

“სავარაუდოდ, იანვრის თვის მეორე ნახევრიდან რეალურია, რომ „ომიკრონის“ ვირუსით ინფიცირების შემთხვევები მომრავლდეს”, – ამის შესახებ რესპუბლიკური საავადმყოფოს დირექტორის მოადგილემ ჯავარა უგრეხელიძე „ქრონიკას“ განუცხადა.

„სავარაუდოდ, იანვრის თვის მეორე ნახევრიდან რეალურია, რომ „ომიკრონის“ ვირუსის შემთხვევები მომრავლდეს და დომინანტურიც კი გახდეს – „დელტას“ შტამი ჩაანაცვლოს. მართალია, ამჟამად კორონავირუსის შემთხვევების რაოდენობამ იკლო. სტაციონარშიც გამოჩნდა თერაპიული საწოლები, თუმცა ინტენსიური და რეანიმაციული მოვლის საწოლები კვლავ დატვირთულია. სათადარიგო ერთი ათეული საწოლი გვაქვს, თუმცა ამ პაციენტებით დატვირთვა იგრძნობა“, – განაცხადა უგრეხელიძემ.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები