მიხეილ ჩხენკელი ცნობილი მეცნიერის ენრიკო გაბიძაშვილის გარდაცვალების გამო ღრმა მწუხარებას გამოთქვამს

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი ღრმა მწუხარებას გამოთქვამს ცნობილი მეცნიერის, ენრიკო გაბიძაშვილის გარდაცვალების გამო და უსამძიმრებს გარდაცვლილის ოჯახსა და მეგობრებს.

„ღრმა მწუხარებას გამოვთქვამ ცნობილი მეცნიერის ბატონი ენრიკო გაბიძაშვილის გარდაცვალების გამო და ვუსამძიმრებ გარდაცვლილის ოჯახს, მეგობრებსა და კოლეგებს.

ბატონი ენრიკო გაბიძაშვილი გახლდათ ხელნაწერთა ეროვნულ ცენტრში დაცული უდიდესი საგანძურის – ქართული ხელნაწერების ნამდვილი მემატიანე. მისი მრავალწლიანი, თავდაუზოგავი შრომის შედეგად ძველი ქართული მწერლობის არაერთმა მნიშვნელოვანმა ნიმუშმა ხელახალი სიცოცხლე შეიძინა და დღის სინათლე იხილა.
მან თავისი სამეცნიერო ნაშრომებით დიდი წვლილი შეიტანა ქართველოლოგიური მეცნიერების განვითარებაში და სიცოცხლის ბოლომდე დაუღალავად და წარმატებით აგრძელებდა საყვარელ საქმიანობას.

ბატონი ენრიკო გაბიძაშვილის გარდაცვალება უდიდესი დანაკარგია სამეცნიერო საზოგადოებისთვის”,- აცხადებს მიხეილ ჩხენკელი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები