საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის გამიჯვნასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე სამუშაო შეხვედრა გაიმართა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ავტორობით საქართველოს პარლამენტში წარდგენილ საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის გამიჯვნასთან დაკავშირებულ საკანონმდებლო პაკეტზე ორ დღიანი სამუშაო შეხვედრა გაიმართა, რომელშიც მონაწილეობდნენ შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილე – ალექსანდრე დარახველიძე და გენერალური პროკურორის მოადგილე – ნათია მერებაშვილი. ინფორამაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, სამუშაო შეხვედრა ევროკავშირის მიერ დაფინანსებული პროექტის – „ტექნიკური დახმარება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში“ ფარგლებში გაიმართა და მასში მონაწილეობა მიიღეს შინაგან საქმეთა სამინისტროს, გენერალური პროკურატურის, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის, იურიდიული დახმარების სამსახურის, საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა/ექსპერტებმა.

“სამუშაო შეხვედრის მიზანი იყო საგამოძიებო და საპროკურორო საქმიანობის გამიჯვნის საკანონმდებლო პაკეტის განხილვა. შეხვედრაზე საკანონმდებლო პაკეტთან დაკავშირებით არაერთი საყურადღებო შეხედულება გამოითქვა.

მონაწილეებმა შეხვედრაზე განიხილეს ისეთი მნიშვნელოვანი საკითხები, როგორებიცაა: საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის პრობლემები/გამოწვევები; ვენეციის კომისიის რეკომენდაციები; პროექტის კონცეფცია და მიზანი; სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსში დაგეგმილი ცვლილებები, სამინისტროს სტრატეგია დაგეგმილი ცვლილებების აღსრულებასთან დაკავშირებით და სხვ.

პროექტი – „ტექნიკური დახმარება ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში” შინაგან საქმეთა სამინისტროსთან აქტიური თანამშრომლობით, 2018 წლიდან ხორციელდება. იგი მიზნად ისახავს შინაგან საქმეთა სამინისტროს საქმიანობის ხელშეწყობას ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლაში”,- აღნიშნულია ინფორმაციაში.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები