ანდრია ჯაღმაიძე: ჩვენს ქვეყანაში გებლინგის პრობლემა კომპლექსურია, ეს კანონი ამ პრობლემას შეამცირებს
“რეალურად, ყველა თანხმდება, რომ ამ მიმართულების დაურეგულირებლობის გამო სოციალური ზიანი საკმაოდ მძიმეა”, – ამის შესახებ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის უფროსმა, ანდრია ჯაღმაიძემ აზარტული თამაშების რეგულირებასთან დაკავშირებულ ინიციატივაზე საუბრისას განაცხადა.
ჯაღმაიძის თქმით, საქართველოში გემბლინგის პრობლემას აღნიშნული კანონი შეამცირებს.
„ზოგადად, ჩვენს ქვეყანაში გებლინგის პრობლემა ძალიან კომპლექსურია. რა თქმა უნდა, რაღაც დოზით, ეს კანონი ამ პრობლემას შეამცირებს. ნათქვამი იყო, რომ ამ ზომების მერე კიდევ გადახედავენ, რამდენად ეფექტური იქნება და შემდგომ კიდევ შესაძლებელი იქნება ამაზე მუშაობა.
რეალურად, ყველა თანხმდება, რომ ამ მიმართულების დაურეგულირებლობის გამო სოციალური ზიანი საკმაოდ მძიმეა. საკითხთან დაკავშირებით, რომ არალეგალურ ფორმას მიიღებს ეს, არის სხვადასხვა მოსაზრება და ერთმანეთის საპირისპიროც, თუ რამდენადაა რეალური, რომ თამაშმა იატაკქვეშეთში გადაინაცვლოს. ჩვენ გვეუბნებიან, რომ ამის დარეგულირებაც შეიძლება. მაგის პრობლემა რომ არ იქნება, ამაზეც მოვისმინეთ არგუმენტები“, – განაცხადა ჯაღმაიძემ.