ამერიკის არმიამ უკრაინაში შესვლის უფლება მიიღო

ამერიკის სენატმა პირველი მოსმენით მიიღო კანონპროექტი, რომლის თანახმადაც უკრაინას ნატოს წევრობის გარეშე ამერიკის მოკავშირის და სტრატეგიული პარტნიორის სტატუსი ენიჭება. აღნიშნული კანონის თანახმად, ამერიკის შეერთებული შტატები აშკარა აგრესიის შემთხვევაში რუსეთის მხრიდან ვალდებული იქნება, სამხედრო კონტინგენტი მოკავშირე ქვეყნის ტერიტორიაზე შეიყვანოს და მტრის აგრესიისგან დაიცვას იგი. კანონპროექტის ძალაში მიღებამდე პრესაში გავრცელდა ინფორმაცია, რომლის თანახმადაც ამერიკის საჰაერო ძალების 22 ბომბდამშენი რუმინეთის ტერიტორიაზეა გადასროლილი. სამომავლოდ ამერიკა გეგმავს იმავე სტატუსის მინიჭებას საქართველოსთვის და მოლდოვასთვის.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები