რატი იონათამიშვილი: სამშვიდობო მისიებში საქართველოს როლის აღიარება კიდევ უფრო მეტად ზრდის ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტს
“ავღანეთიდან ჯარების გამოყვანის პროცესში საქართველოს მიერ შესრულებული როლი კიდევ უფრო მეტად ზრდის ქვეყნის ავტორიტეტსა და იმიჯს”, – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, რატი იონათამიშვილმა განაცხადა.
მისივე თქმით, სამშვიდობო მისიებში საქართველოს როლის აღიარება ქვეყნის ავტორიტეტს კიდევ უფრო ზრდის.
„ასოცირების შეთანხმების მაღალი პასუხისმგებლობით შესრულების შედეგი და, ასევე, როგორც ჩვენს პარტნიორებთან ურთიერთობებში, ასევე სამშვიდობო მისიებში საქართველოს როლის აღიარება კიდევ უფრო მეტად ზრდის ჩვენი ქვეყნის ავტორიტეტსა და იმიჯს, რაც კონკრეტული გადაწყვეტილებებისა და პრიორიტეტების ასპექტებში ისახება“, – ამბობს რატი იონათამიშვილი.