„მე ვთქვი, რომ ზუსტად არ ვიცოდი, შეხვდებოდნენ თუ არა ისინი ერთმანეთს“ – რიკარდ ჟოზვიაკი ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შეხვედრაზე

„რადიო თავისუფლების“ ბრიუსელის ბიუროს ჟურნალისტმა, რიკარდ ჟოზვიაკმა PIA.GE-სთან მის მიერ „მთავარ არხთან“ მიცემული ინტერვიუს შესახებ ისაუბრა.

შვედი ჟურნალისტის თქმით, ირაკლი ღარიბაშვილისა და შარლ მიშელის შესახებ გაკეთებული განცხადება მის იმდროინდელ ინფორმაციაზე იყო დაფუძნებული, რომელიც ინტერვიუს შემდეგ შეიცვალა.

„იმ დროს მე ვთქვი, რომ ზუსტად არ ვიცოდი, შეხვდებოდნენ თუ არა ისინი ერთმანეთს.

თარგმანში პრობლემა არ ყოფილა. თუ სწორად მახსოვს, მე ვთქვი, რომ მიშელი ღარიბაშვილს არ შეხვდებოდა. ეს განცხადება იყო დაფუძნებული ინფორმაციაზე, რომელიც მე იმ დროისთვის მქონდა. შეხვედრის დაგეგმვის შესახებ ინტერვიუს შემდეგ გახდა ცნობილი“, – განაცხადა ჟოზვიაკმა.

ინფორმაციისთვის, რიკარდ ჟოზვიაკმა „მთავარ არხთან“ ინტერვიუში განაცხადა, რომ ბრიუსელის აღმოსავლეთის პარტნიორობის სამიტი საქართველოსთვის არაფრის მომტანი იქნება, ევროკავშირის ოფიციალური პირებისგან გაუგია, რომ იმედგაცრუებულები არიან იმით, რაც საქართველოში ხდება და ის შესაძლებლობები, რაც ქვეყანას ჰქონდა, ხელიდან გაუშვა.

როგორც ჟოზვიაკმა აღნიშნა, საკითხავია, შეხვდება თუ არა შარლ მიშელი ირაკლი ღარიბაშვილს.

15 დეკემბერს ბრიუსელში პრემიერმინისტრი შარლ მიშელს შეხვდა, სადაც მხარეებმა საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების დღის წესრიგის ყველა მნიშვნელოვან საკითხზე ისაუბრეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები