ირაკლი ღარიბაშვილი: საქართველოს მრავალფუნქციურ რეგიონულ ცენტრად გარდასაქმნელად სტრატეგიას შევიმუშავებთ, რომელიც ერთმანეთთან ევროპას, აზიას და სხვა რეგიონებს დააკავშირებს, ეს კი ჩვენს ხალხს კეთილდღეობას მოუტანს
საქართველოს მრავალფუნქციურ რეგიონულ ცენტრად გარდასაქმნელად სტრატეგიას შევიმუშავებთ, რომელიც ერთმანეთთან ევროპას, აზიას და სხვა რეგიონებს დააკავშირებს, ეს კი ჩვენს ხალხს კეთილდღეობას მოუტანს, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ „ტვიტერში” წერს.
მთავრობის მეთაურის თქმით, აღიშნულ პროცესში წამყვან როლს Kaiser Partner-თან თანამშრომლობით, Rothschild & Co შეასრულებს.
„საქართველოს მრავალფუნქციურ/მრავალგანზომილებიან რეგიონულ ცენტრად გარდასაქმნელად სტრატეგიას შევიმუშავებთ, რომელიც ერთმანეთთან ევროპას, აზიას და სხვა რეგიონებს დააკავშირებს. ამ პროცესში წამყვან როლს, Kaiser Partner-თან თანამშრომლობით, Rothschild & Co შეასრულებს და ეს პარტნიორობა ჩვენს ხალხს კეთილდღეობას მოუტანს”, – აღნიშნავს პრემიერმინისტრი.
We will develop a strategy for Georgia's 🇬🇪 transformation as a regional multi-functional/dimensional hub linking Europe w/ Asia & beyond w/ Rothschild & Co as a lead & in collaboration w/ Kaiser Partner. A partnership that will bring prosperity to our ppl. pic.twitter.com/jkMvqDeto1
— Irakli Garibashvili (@GharibashviliGe) December 16, 2021