ნიკოლოზ სამხარაძე: თემურ ალასანიას საქართველოში მაინცდამაინც კარგი სახელი არ აქვს

“თემურ ალასანიას საქართველოში მაინცდამაინც კარგი სახელი და რეპუტაცია არ აქვს”, – ასე გამოეხმაურა საპარლამენტო უმრავლესობის წევრი, ნიკოლოზ სამხარაძე მსჯავრდებული ექსპრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის ბიძის, თემურ ალასანიას საქართველოში ჩამოსვლას.

მისივე თქმით, კარგი იქნება, თუ ოპოზიცია საპარლამენტო საქმიანობას დაუბრუნდება.

„ყველამ ვიცით, რომ თემურ ალასანიას მაინცდამაინც კარგი სახელი და რეპუტაცია არ აქვს საქართველოში. ფაქტია, რომ ეს მხარდამჭერი აქციები ნელ-ნელა მილევად რეჟიმშია და კარგი იქნება, თუ საბოლოოდ ისინი შეეგუებიან იმ ფაქტს, რომ აქციები მაინცდამაინც შედეგიანი არ არის და დაუბრუნდებიან საპარლამენტო სამსახურს“, – აღნიშნა ნიკოლოზ სამხარაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები