დევი ტაბიძე: “ომიკრონი” ძალიან სწრაფად შემოვა, გავრცელება იქნება სწრაფი, მოცვა იქნება ძალიან მაღალი

სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფესორი, ჯანდაცვის საკითხებში ექსპერტი, დევი ტაბიძე კორონავირუსის ახალი შტამის – “ომიკრონის” საფრთხეებზე საუბრობს.

“მე-5 ტალღიდან მე-6 ტალღაზე გადასვლა ძალიან მარტივად მოხდება. “ომიკრონი” ძალიან სწრაფად შემოვა, გავრცელება იქნება სწრაფი და დიდი რაოდენობით, მოცვა იქნება ძალიან მაღალი. გავრცელების ამ რისკებიდან ერთადერთი თავდაცვის საშუალება არის, რომ მას არ შევხვდეთ 42-43%-იანი აცრილების რაოდენობით”, – განაცხადა დევი ტაბიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები