ცენტრ „ემპათიას“ ხელმძღვანელი სახალხო დამცველის დასკვნას არ ეთანხმება
სახალხო დამცველის კონსილიუმის დასკვნაში იყო საკითხები, რომლებსაც არ ვეთანხმებით, – ამის შესახებ ცენტრ “ემპათიას” ხელმძღვანელმა, მარიამ ჯიშკარიანმა განაცხადა. ჯიშკარიანი არ ეთანხმება მოსაზრებას, რომ ფარმაკოლოგიურ წამებას მიხეილ სააკაშვილთან მიმართებით ადგილი არ ჰქონია.
არასამთავრობო ორგანიზაციის ხელმძღვანელი თვლის, რომ აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით წამების ექსპერტიზაში გამოცდილების მქონე პროფესიონალმა უნდა ისაუბროს.
როგორც ჩემთვის ცნობილია, ომბუდსმენს არ შეუსწავლია არც სამედიცინო დოკუმენტაცია, არც მეთოდოლგიაზე გვისაუბრია – თუ რომელი მეთოდოლოგიით განისაზღვრა, მაგალითად, ნეიროლეფსიური პრეპარატის დანიშვნა. ისაუბროს პროფესიონალმა ამასთან დაკავშირებით, ვისაც აქვს წამების ექსპერტიზაში გამოცდილება საერთაშორისო სტანდარტებით, იქ იყო კიდევ სხვა საკითხები, რომლებზეც ჩვენ განსხვავებული მოსაზრება გვაქვს. იმ დროს, როდესაც არის ცელებრა-ორგანული დაზიანება და ეს დაზიანება ჩვენ ვიცით, რომ იყო, იქ უკვე სხვანაირი ტაქტიკაა შესამუშავებელი, – განაცხადა ჯიშკარიანმა.
სახალხო დამცველთან არსებულ ექიმთა ჯგუფის წევრმა, ფსიქიატრმა მარინა კურატაშვილმა გუშინ განცხადა, რომ მიხეილ სააკაშვილის მონახულებისას მესამე პრეზიდენტისთვის ფარმაკოლოგიური წამების ნიშნები არ შეუმჩნევია.